საქართველო”წითელი ჯვრისგან” საჩუქრად 100 000 დოზა”სინოფარმს” მიიღებს
წითელი ჯვარი საქართველოს შაბათს 100 000 დოზა Sinopharm-ს საჩუქრად გადასცემს,ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით მოქალაქეებს ორშაბათს უკვე შესაძლებლობა ექნებათ აღნიშნულ ვაქცინაზე დარეგისტრირდენენ
“გვაქვს სასიხარულო ამბავი იმ მოქალაქეებისთვის, ვინც კონკრეტულად ირჩევს Sinopharm, მე მადლობა მინდა გადავუხადო წითელ ჯვარს, რომლისგანაც ჩვენ 100 000 დოზა Sinopharm-ს შაბათს საჩუქრად მივიღებთ, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ორშაბათიდან კვლავ განახლდეს Sinopharm-ზე როგორც რეგისტრაცია, ასევე რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია და ჩვენ კვლავ ვრჩებით საკმაოდ ფართო ასორტიმენტით ვაქცინაციის მიწოდების კომპონენტში,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 571 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 60 ადამიანი. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 3 668 ადამიანი გამოჯანმრთელდა.