მნიშვნელოვანისაქართველო
საყოველთაო ჯვრისწერა სამების საკათედრო ტაძარში

სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერის ცერემონია გაიმართა.
ტაძარში პატრიარქის კურთხევით 50-მა წყვილმა დაიწერა ჯვარი , მათ შორის ყველაზე უხუცესები 80 წლის ცოლ-ქმარი იყო.
დღეს ოჯახის სიწმინდის დღეც აღინიშნება და ოჯახის სიწმინდის დასაცავი მსვლელობა სამების ტაძარში დასრულდება, სადაც საზეიმო წირვას საქართველოს პატრიარქმა აღავლენს.
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულსაც აღნიშნავს.
17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეა.