“საქმე გააკეთეთ თორემ ხალხი აბუნტდება”
“ნუ გამოცდით ხალხის ძალას საკუთრ თავზე,საქმე გააკეთეთ”, – ლაგოდეხის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ამ განხცადებას, რომლის ადრესატიც გამგებელი იყო, სხდომაზე ხმაური მოჰყვა.
ცოდნისკარის თემის დეპუტატი, ალექსანდრე ვარდოსანიძე თვითმმართველობას უმოქმედებაში ადანაშაულებს და საკუთარ თემში არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვს.
ვარდოსანიძის განცხადებით, თუ ადგილობრივი ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს დროულად არ გადადგამს და სოფლებში შიდა გზების და სასმელი წყლის პრობლემას არ მოაგვარებს, მოსახლეობა საპროტესტო აქციებს გამართავს.
ვარდოსანიძის ამ განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს გამგებელი. კახა ჯამბურია ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი აღნიშნულ თემში ორ მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს. ჯამბურიას თქმითვე, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა იმ პროექტის დაგეგმვა, რაც მიმდინარე წელს განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ ცოდნისკარის და სოფელ თელის მოსახლეობამ გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით საპროტესტო აქცია რამდენიმეთვის წინ უკვე გამართა.