საქორწინო ბეჭდები – აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შესწავლა დაიწყო “სამართლიანი არჩევნების” მიერ გავრცელებული ინფორმაციის, რომლის მიხედვითაც, პრემიერმინისტრისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ახალდაქორწინებულებისთვის საჩუქრების გადაცემა შესაძლოა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.
“სამართლიანი არცევნების” განცხადებით, 6 აგვისტოს ბეშუმში გამართულ შუამთობის დღესასწაულზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახლად დაქორწინებულ წყვილს საჩუქრად ოქროს ბეჭდები გადასცეს.
ხულოს გამგეობაში განაცხადეს, რომ წყვილისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ გადაცემული ბეჭედი ხულოს გამგეობამ შეიძინა და ის პროგრამის მიხედვით, ახალდაქორწინებულთათვის ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს უნდა გადაეცა. თუმცა, საბოლოოდ, წყვილს ბეჭედი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ გადასცა.
პატარაძე ფატქში კანონდარღვევას ვერ ხედავს.