საქართველოში პელეს მოწვევა იგეგმება

“არგენტინის სახლის საქართველოში” თავმჯდომარე, ნიკოლოზ პატარქალიშვილი, რომელიც ამავდროულად ბრაზილიური “სუპორტინგ სპორტის” წარმომადგენელია საქართველოში, ფეხბურთის მეფის, ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს, პელეს, მოწვევასა და ჩვენი ქვეყნისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი მსოფლიო და ისტორიული მნიშვნელობის რიგი ღონისძიებების განხორციელების მიზნით ბიძინა ივანიშვილს დახმარებას თხოვს “არგენტინის სახლი საქართველოში” “სუპორტინგ სპორტისგან“ მიღებულ წერილს აქვეყნებს, რადიო ჰერეთი გთავაზობთ წერილის შინაარს.

„ქართუ“ ფონდის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს:

„არგენტინის სახლის საქართველოში“ თავმჯდომარის, ბატონ ნიკოლოზ პატარქალიშვილის მიერ, ინფორმირებული ვართ რიო დე ჟანეიროში, ბრაზილიაში, რომ ა/წ 19 ივნისს, მან გამოაგზავნა წერილი საქართველოს საერთაშორისო საქველმოქმედო „ქართუ“ ფონდში, – თქვენს სახელზე, იგი ითხოვდა თქვენი პატრონაჟით ჩატარდეს, „პელეს თასზე“ ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების, მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაისა და საქართველოს (21) წლამდე ახალგაზრდული ნაკრები გუნდები პელეს თანდასწრებით, ა/წ 26 ნოემბერს-5 დეკემბერს შუალედით.

ბატონმა პატარქალიშვილმა გთხოვათ თქვენი პატრონაჟით განხორციელდეს 5 ფიგურიანი სკულპტურული კომპოზიციის შექმნა, 1965 წელს ბრაზილიისა და სსრ კავშირის ნაკრებ გუნდებს შორის ამხანაგური თამაშის შემდეგ გადაღებული ფოტოს მიხედვით, (რომელშიც აღბეჭდილი არიან: გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, პელე, ანზორ კავაზაშვილი და მიხეილ მესხი) და ტურნირის დღეებში რიოს კარნავალში მონაწილე ბრაზილიის მულატ ქალთა ანსამბლის მოწვევა.

ბატონ ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს, პელეს მოწვევასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ პირველ რიგში, რიო დე ჟანეიროში სასწრაფოდ უნდა ჩამოვიდეს ტურნირისა და ღონისძიებების ორგანიზატორი, ბ–ნი ნიკოლოზ პატარქალიშვილი ხელშეკრულების გასაფორმებლად, რათა პელეს დღიურში გაწერილი იქნას მისი მოწვევის ვადები საქართველოში.

ჩვენის მხრივ, იმედს გამოვთქვამთ, რომ ბატონი ნიკოლოზ პატარქალიშვილის პროექტის განხორციელების შემთხვევაში, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია ტურნირის დღეებში ბრაზილიელი ტურისტების ვიზიტი და სავაჭრო–ეკონომიკური ფორუმის ორგანიზება ბრაზილიელი ბიზნეს წრეების მონაწილეობით, ხელს შეუწყობს მეგობრული, სავაჭრო–ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და სხვა ურთიერთობების განვითარებას ბრაზილიას, მერკოსურის ქვეყნებსა და საქართველოს შორის.

ვსარგებლობთ შემთხვევით, რათა მოგესალმოთ დიდი პატივისცემით, „ფიფა“–ს წარმომადგენელი ბრაზილიაში, –074, პედრო კაბრალ სილვა ჟუნიორი – ნათქვამია წერილში.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”15784″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1440147208103″]

მსგავსი პოსტები

Back to top button