მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქსტატი: “ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 397 ლარია”

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საარსებო მინიმუმის შესახებ ინფორმაცია განაახლა. 2020 წლის აპრილში ხუთსულიანი ოჯახისთვის ოფიციალური საარსებო მინიმუმი 397.8 ლარი იყო. ეს მაჩვენებელი, მარტთან შედარებით, 13 ლარით არის შემცირებული, წლიურ ჭრილში კი, 29 ლარით არის გაზრდილი. 2019 წელთან მიმართებით, ამ მაჩვენებლის ზრდა ქვეყანაში გაზრდილ ფასებზე მეტყველებს.

საქსტატის მონაცემებით, ცალკეული ჯგუფების მიხედვით, საარსებო მინიმუმი ასეთია:

შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი – 199,6 ლარი;
ორსულიანი – 282,8 ლარი;
სამსულიანი – 318,2 ლარი;
ოთხსულიანი – 353,6 ლარი;
ხუთსულიანი – 397,8 ლარი;
ექვსსულიანი და მეტი – 470,2 ლარი.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის საშუალო სასურსათო ხარჯები მათ მთლიან ხარჯებთან მიმართებით, 41.4%-ია. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა შემოსავლის 41.4%-ს საკუთარ კვებაზე ხარჯავს, 58%-ს კი, სხვა სერვისებში იხდის (მაგალითად, გადასახადები, ტრანსპორტი, განათლება, კომუნალური ტარიფები, გართობა და სხვა). საარსებო მინიმუმის დათვლაში კი, გამოიყენება სასურსათო ხარჯების 70%-იანი მაჩვენებელი, დანარჩენი 30% ისევე სურსათის ხარჯებიდან იანგარიშება. შესაბამისად, ერთადერთი რეალური ცვლადი, რომელსაც დღეს საარსებო მინიმუმზე აქვს გავლენა, არის ქვეყანაში არსებული სურსათის ფასები.

მსგავსი პოსტები

Back to top button