სარფის საბაჟო შეფერხებით მუშაობს

სარფის საბაჟოზე მოქალაქეების, ავტომობილებისა და სატვირთო მანქანების თურქეთში გადასვლა შეფერხებულია, რაც შეეხება თურქეთიდან საქართველოში შემოსვლას მეზობელი ქვეყნიდან მხოლოდ სატვირთო ავტომობილების შემოსვლაა შესაძლებელი.

საქართველოში გადმოსული სატვირთო ავტომანქანების მძღოლები ამბობენ , რომ თურქეთის გამშვებ პუნქტზე პროგრამული ხარვეზია, რის გამოც გუშინ შუადღიდან მიმოსვლა შეფერხებულია.

მძღოლების თქმით, საცობი თურქეთის ქალაქ ხოფიდან საზვრამდეა. საქართველოს მხარემ დილიდან ჩაკეტა გამშვები პუნქტში მოქალაქეების შესვლა იქედან გამომდინარე, რომ თურქეთი ვერ იღებს მოქალაქეებს და გადასვლის მსურველები ნეიტრალური ზონის შემდეგ ვერ მიდიან.

სარფში, საზღვრის გადაკვეთის მსურველი მოქალაქეები დილიდან არიან შეკრებილები და ელოდებიან საზღვრის გახსნას.

მსგავსი პოსტები

Back to top button