მნიშვნელოვანირეგიონი

სარფში კლდის ნაწილი ჩამოიშალა

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან ახლოს კლდის ნაწილი ჩამოიშალა. ქვის ლოდებმა ცენტრალური გზა გადაკეტა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ერთი სატვირთო ავტომობილი.

ადგილზე მთელი ღამე საგზაო დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა მუშაობდა. -სპეცილისტები გზის გაწმნედას ცდილობდნენ. გზაზე ჩამოშილმა ლოდებმა და დიდი რაოდენობით მიწამ, ცენტრალურ მაგისტრალზე საავტომობილო საცობი შექმნა.

3 საათიანი მუშაობის შემდეგ ბათუმი-სარფის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა.

მსგავსი პოსტები

Back to top button