სარფის საზღვართან “თოფაძე-მრეწველების „ წევრებმა აქცია გამართეს

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნინო კვირიკაძის განცხადებით დღეს საქართველოს ექს- პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თურქეთის საზღვართან მდებარე ერთერთ ქალაქში ჩამოსვლას გეგმავს.

ამასთნ დაკავშირებით სარფის საზღვართან “თოფაძე-მრეწველები – ჩვენი სამშობლოს” წევრებმა ცოცხები და ბოთლები მიიტანეს.
ნინო კვირიკაძე ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობას არ გამორიცხავს და ხელისუფლებას მისი აღმოფხვრისკენ მოუწოდებს.

“დღეს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საზღვრიდან ხუთი კილომეტრის მოშორებით საქართველოს მოქალაქეებს შეხვდება. არ ვიცი, რა გეგმებს აწყობს, მორიგი აფეთქება და დესტაბილიზაცია იქნება თუ სხვა რამ. მოვუწოდებ ხელისუფლებას, უზრუნველყოს მშვიდი საარჩევნო გარემო”, – აღნიშნა ნინო კვირიკაძემ.

აქციის მონაწილეებმა ცოცხები და ბოთლები სარფის საზღვართან მიიტანეს და დატოვეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button