მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

სასამართლო ორგანო დემოკრატიის კვაკუთხედია – კელი დეგნანი

კახეთში ვიზიტის მეორე დღეს, საქართველოში ამერიკის შერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა, სასამართლოების შესახებ ახალი კანონის დამტკიცება შეაფასა.

ელჩისათვის, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები მისაღებია.

“საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სასამართლოს სისტემის გასაუმჯობესებლად და ჩვენგან პარლანეტი შექებას იმსახურებს იმისთვის, რომ მუშაობდა და პრიორიტეტს ანიჭებდა ამ მიმართულებებს.
რაც შეეხება ახალ კანონპროექტს, აქ არის ისეთი საკითხები, როგორიც არის მოსამართლეთა დასახება და არჩევის პროცესი, ასევე დაემატა წერილობითი დასაფუთების აუცილებლობა და გასაჩივრების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ეს საკითხები, რადგან კიდევ უფრო გამჭირვალე ხდება ხმის მიცემის პროცესი. ეს ის ძირითადი მიმართულებები და რეკომენდაციებია, რაც ვენეციის კომისიას ჰქონდა ამ პროცესთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამ საკითხებზე მოხდა რეაგირება და ისინი კანონმდებლობაში აისახა. რაც შეეხება სხვა დანარჩენ რეკომენდაციებს, იყო სხვა რეკომდებაციები ვენეციის კომისიის, აშშ-ს და სხვა პარტნიორო ორგანიზაციების მხრიდან, ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს და მოლოდინი ახალი პარლამენტი კვლავ სასამართლო საკითხებს მიანიჭებს პრიორიტეტს, ისევე როგორც ახალანდელი პარლამენტი ანიჭებდა თავისი მუშაობის პერიოდში და გადაწყვეტს, გაითვალისწინებს იმ რეკომედაციების, რომელიც უკვე ცნობილია. ძირითადი მიზანი ამ რეფორმისა გახლავთ ის, რომ სასამართლო სისტემა გახდეს უფრო ანგარიშვალდებული, გამჭირვალე და დამოუკიდებელი ორგანო. სასამართლო ორგანო დემოკრატიის კვაკუთხედია”, – განაცხადა დეგნანმა.

საქართველოში ამერიკის სეერთებული შტატების ელჩი, კახეთში 1 ოქტომბერს ჩამოვიდა და მეორე დღეა,რეგიონში იმყოფება.

მსგავსი პოსტები

Back to top button