მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სასამართლო რეფორმაზე “ლელო” ოპოზიციას კონსტულტაციების დაწყებისკენ მოუწოდებს

ფრაქციამ “ლელო საქართველოსთვის” სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო ოპოზიციას, უცხოეთის ქვეყნების საელჩოებს და მესამე სექტორის წარმომადგენლებს.

,,ლელოს” ინციატივაა, რომ მოსამართლეების შერჩევაში საერთაშორისო სადამკვირვებლო საბჭოებმაც მიიღონ მონაწილეობა. მეორე ნაწილი კი მოქნილი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად აუცილებელ კომერციული სასამართლოს ითვალსიწინებს, რომელიც ინვესტორების საკითხებს განიხილავს.

აქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მაგალითად, სასამართლოთა თავმჯდომარეების არჩევითობა თავად სასამართლოს შემადგენლობის მიერ, რომ თავმჯდომარე არ უნდა იყოს თვალი და მაკონტროლებელი, არამედ მან უბრალოდ ადმინისტრირება უნდა მოახდინოს, ეს არის რიგი საკითხები, რომლებიც წლების განმავლობაში დგებოდა. მაგრამ ,,ქართული ოცნება” ამ ნოვაციებს უარჰყოფდა. – ამბობს ,,ლელოს” წევრი, შალვა შავგულიძე.

,,ლელოს” სურვილია, ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთი პოზიცია და შეხედულება დააფიქსირონ კანონპროექტთან დაკავშირებით და მას შემდეგ მოხდება მისი ინიცირება პარლამენტში.

შარლ მიშელმა საქართველოში ბილო ვიზიტისას. 19 ივლისს, განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროპული დახმარების მიღება სასამართლო რეფორმის წარმატებაზეა დამოკიდებული, აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციაში კონსულტაციები უკვე დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button