საია საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს წარადგენს

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს წარადგენს.
ლაპარაკია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმაზე, რომელიც გადაყვეტილების გასაჩივრების ვადას განსაზღვრავს.
“საია”-ს განმარტებით, დავის დაწყების უფლება პირს გადაყვწეტიელბიდან 10 დღის ვადაში აქვს, თუმცა მას ვერ ახორციელებს, რადგან ამ დროის განმავლობაში მოსამართლის დადგენილება ხშირ შემთხვევაში გადაცემული ჯერ არ არის.