მნიშვნელოვანირეგიონი
სეტყვა კახეთში- ლაგოდეხის სამ სოფელში ვენახები და ნარგავები დაზიანდა

სეტყვა კახეთში- ლაგოდეხის სამ სოფელში ვენახები და ნარგავები დაზიანდა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ძლიერმა სეტყვამ სასოფლო- სამეურნეო სავარგულები, საკარმიდამო ნაკვეთები და ხეხილი გააფუჭა.
სოფლებში, ნინიგორში, განათლებასა და ცოდნისკარში, ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ძლიერმა სეტყვამ, რომელიც ათი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, სავარგულების 60 პროცენტი გაანადგურა.
ძლიერი ქარი იყო ლაგოდეხშიც, სადაც ამ დროისათვის მოსახლეობის ნაწილს, ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში ზარალის დამდგენი კომისია შეიქმნა, რომელიც შექმნილ ვითარებას შეისწავლის და მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას დაადგენს.