სასამართლომ “მაესტროს” გაკოტრების საქმის წარმოება შეწყვიტა

საქალაქო სასამართლომ “სტუდია მაესტროს” გაკოტრების საქმის წარმოება შეწყვიტა და კომპანია გადახდისუუნაროდ არ გამოაცხადა.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა სასაქონლო ნიშნის შემდეგ ლევან გაჩეჩილაძის კიდევ ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება მიიღო კრედიტორთა დიდი ნაწილის პოზიციისა და გაჩეჩილაძის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.
ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატი ირაკლი კორძახია სასამართლოს მიერ „მაესტროს’ გაკოტრების საქმის შეწყვეტას მიესალმება.

„მისასალმებელია, რომ სასამარათლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს იყო „მაესტროს” მიზანმიმართული გაკოტრება, რასაც ახალი მენეჯმენტი არ დაუშვებდა. ქალბატონი ბაია ახორციელებდა გაკოტრებას ბატონ კოტე გოგელიასთან ერთად. მათ სურდათ წაეღოთ აპარატურა, სახელი და ყველაფერი რაც „მაესტროს“ გააჩნდა. სასმაარათლომ აუდიტის დასკვნა განიხილა და არ დგინდებოდა, რომ მაესტროს კრედიტორებისთვის თანხის გადახდა არ შეეძლო. აქვე გეტყვით რომ მაესტრო სარეკლამო დროის გაყიდვიდან ელოდება 10 მილიონი დოლარის ექვივალენტ ლარებში შემოსავალს.“- განაცხადა კორძახიამ.

მაკა ასათიანის ადვოკატის, გიორგი გვენეტაძის თქმით, სასამართლომ ყოვლად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.

„სასამარათლოს ყოვლად დაუასბუთებელი გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მოსამართლე ქოჩიაშვილი ჩვენ არცერთ შუამდლბლობას არ აკმაყოფილებს ხოლმე, შესაბამისად არც ეს გაგკვირვებია.
მან გამოიტანა გადაწყვეტილება ისე რომ 1 წუთითაც კი არ გასულა სათათბიროდ. ჩვენთვის ნათელია თუ რა ხდება მაესტროს ირგვლივ. სერიოზული კომენტარის გაკეთება უკვე შეუძლებელია.”- განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.

ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბაჩო კიკაბიძე მაესტროს ლოგოს ვეღარ გამოიყენებს.

მიუხედავად ამისა, შპს „ტელეკომპანია მაესტროს“ დირექტორი ბაჩო კიკაბიძე აცხადებს, რომ მაუწყებლობას უახლოეს ხანში დაიწყებენ.

როგორც კიკაბიძემ კომუნიკაციების კომისიაში ჟურნალისტებს განუცხადა, მაუწყებლობა მას შემდეგ დაიწყება, რაც კომისიაში საეთერო ბადეს და კიდევ რამდენიმე დოკუმენტს წარადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button