სამხედრო პოლიგონზე სამხედრო მოსამსახურე დაშავდა

სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე სამხედრო მოსამსახურე, ვალერი ჭანტურიძე დაშავდა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

მას მარცხენა ხელის მტევანი დაუზიანდა, რის გამოც ხელის ამპუტაცია გახდა საჭირო. სამხედრო ქუთაისში, რეფერალურ ჰოსპიტალში გადის მკურნალობას.

ექიმის ინფორმაციით, ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებულის დედა, აცხადებს რომ არ ეუბნებიან, თუ რა მოხდა ჯარში. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სამხედრო პოლიციამ დაიწყო. დანიშნულია ექსპერტიზა.

გამოძიება კი 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს. ჭანტურია 12 წელია სამხედრო მოსამსახურეა. სხვადასხვა დროს ის იმყოფებოდა ერაყისა და ავღანეთის სამხედრო მისიებში.

მსგავსი პოსტები

Back to top button