სასამართლომ ნორა კვიციანი გაამართლა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნორა კვიციანი ყველა ეპიზოდში გაამართლა.

მთავარმა პროკურატურამ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო. ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ნორა კვიციანს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ბრალდება ყალბი მტკიცებულების საფუძველზე წარუდგინეს.

მაშინდელი ოფიციალური ინფორმაციით, 2006 წლის 25 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული დანაყოფები ბატალიონ “მონადირის” ხელმძღვანელ ემზარ კვიციანის და მისი თანამებრძოლების დაკავების მიზნით კოდორის ხეობაში შევიდნენ. 27 ივლისს შს სამინისტროს თანამშრომლებმა კვიციანის და ნორა კვიციანი დააკავეს სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ამოღების საფუძველზე. მას ჰუმანიტარული საქონლის მითვისებასაც ედავებოდნენ.

ახალი გამოძიებით კი დადგინდა, რომ ნორა კვიციანის სახლში ჩხრეკა არ ჩატარებულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button