სასამართლომ პატრულსა და ბაიკერს შორის მომხდარ ავარიის საქმეზე პოლიციელს პატიმრობა შეუფარდა

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, გურამ შავარდენიძე, რომელიც 19 წლის ბაიკერის გარდაცვალების საქმეზე დააკავეს, ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვეს. მოსამართლემ აღკვეთზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
დაკავებულს ბრალი 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც საგზაო წესების დარღვევას გულისხმობს რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, შემთხვევა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე 19 ივლისს გამთენიისას მოხდა. სამართალდამცველები მოპედით მოძრავ მამაკაცს მისდევდნენ, რა დროსაც პატრული ერთ-ერთმა ეკიპაჟმა სავარაუდოდ გზის სავალი ნაწილი გადაკეტა რის შემდეგაც მძღოლი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა. ბაიკერი ადგილზე დაიღუპა.
სასამართლო სხდომა 12 სექტემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.