კანონპროექტი სამხედრო სამსახურის შესახებ და გირჩის პროტესტი

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით, ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენენ. დოკუმენტის მიხედვით, მღვდელთ მსახურები ან სასულიერო სასწავლებლის სტუდენტები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით ვეღარ ისარგებლებენ. პირები, რომლებიც რწმენის თავისუფლების შესაბამისად, უარს განაცხადებენ, მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური, ვალდებულები იქნებიან, ალტერნატიული შრომითი სამსახური გაიარონ. ცვლილება არ შეეხებათ მხოლოდ მართლმადიდებელი კონფესიის წარმომადგენლებს, ვინაიდან მათზე კონკორდატით გათვალისწინებული ნორმები მოქმედებს. კანონპროექტს დისკრიმინაციულს უწოდებენ მმართველი გუნდის ოპონენტები.
ქართული ოცნებიდან გურამ მაჭარაშვილის და ევროპული საქართელოდან გიგი წერეთელის კომენტარი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი სესიაშვილის ფოტო პრეზერვატივებზე – ამ ფორმით „გირჩი“ და შპს „აიისა“-ს დამფუძნებელი იმ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც სესიაშვილმა შეიმუშავა და რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლას ყველა კონფესიის სასულიერო პირს ავალდებულებს, გარდა მართლმადიდებელი მღვდლებისა. „აიისას“ დამფუძნებელი, ანანია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა ანტიკონსტიტუციურია.
გირჩის პოლიტიკური საბჭოს წევრის, ზურაბ ჯაფარიძის და „აიისას“ დამფუძნებელის, ანანია გაჩეჩილაძის ხმა
ინიციატივა მიუღებელია არა მხოლოდ „გირჩისა“ და ბიბლიური თავისუფლების წევრებისთვის, არამედ ყველა რელიგიური კონფესიისთვის. მუსლიმები, ევანგელისტი და კათოლიკე ქრისტიანები, ფიქრობენ, რომ ინიციატივა არადემოკრატიული და დისკრიმინაციულია. იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტი დამტკიცდება და კანონად იქცევა, ის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდება.
ევაგელისტურ ბაფტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის რუსუდან გოცირიძის და ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძის ხმა