სასამართლომ შეაჩერა ესპანეთის საფეხბურთო კლუბების გაფიცვა
მადრიდის სასამრთლომ ფეხბურთელებს გაფიცვის შეჩერებისკენ მოუწოდა, რადგან გაფიცვამ შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატის შეფერხება გამოიწვიოს.
გარჩევების ინიციატორებმა – ესპანეთის ფეხბურთელების ასოციაციამ (AFE) და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ((RFEF) განაცხადეს, რომ გაფიცვას პროტესტის ნიშნად აცხადებენ.
ახალი კანონის თანახმად, ტელეტრანსლაციაზე უფლების გაყიდვა არათანაბრად არის განაწილებული. RFEF-მა მთავრობა უპატივცემლობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ფედერაციასთან არ იყო ჩატარებული საჭირო კონსულტაციები.
ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციამ, 16 მაისიდან, ქვეყნის ჩემპიონატის შეჩერება გამოაცხადა. აგრეთვე, ესპანეთის ფეხბურთელების ასოციაციამ გაფიცვა გამოაცხადა შემდეგი მოთხოვნით, რომ შემოსავლების განაწილების დროს, დაბალი დონის ლიგების ინტერესები აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.