სასამართლომ “თოფაძე-მრეწეველების” სარჩელი დააკმაყოფილა
“თოფაძე-მრეწეველები” საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, სავარაუდოდ, ისევ მიიღებენ.
საქალაქო სასამართლომ საარჩევნო ბლოკის სარჩელი დააკმაყოფილა. შედეგად უნდა გაუქმდეს ცესკო-ს თავმჯდომარის ის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, პარტიული სიის წარუდგენლობის მოტივით ბლოკი რეგისტრაციიდან მოიხსნა. სასამართლო საარჩევნო ადმინსიტრაციას ასევე ავალებს, რომ “თოფაძე-მრეწველები-ჩვენის ამშობლოს” საარჩევნო სია რეგისტრაციაში გაატაროს.
“მრეწველების” სარჩელზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ცესკო-ს დღეს გადაეცემა. სასამართლომ საარჩევნო ადმინისტრაციას დასაბუთებული გადაწყვეტილება 12 საათამდე უნდა წარუდგინოს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ გასაჩივრების საკითხზე გადაწყვეტილებას სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ მიიღებენ.
ცესკო-ში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ბლოკის ,,თოფაძე-მრეწველები-ჩვენის ამშობლოს” რეგისტრაციიდან მოხსნა სრულიად კანონიერია.