სასამართლოს ეზოში დაკავებული გიორგი ჩხეიძე 4 000 ლარით დააჯარიმეს

გიორგი ჩხეიძეს, რომელიც სასამართლოს ეზოში დააკავეს, 4 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა მიიღო. მას გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. აღნიშნულმა გამომძიებელმა სასამართლოში ბრალდებული საბა სხვიტარიძის საქმეზე ჩვენება მისცა, მას სასამართლოს ეზოში შეძახილებით გაჰყვნენ.
მან გიორგი ჩხეიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის, მეორე ნაწილში გაამტყუნა და მას 4000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.
ცნობისთვის, გიორგი ჩხეიძე გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის შეურაცხყოფის ბრალდებით, მაშინ დააკავეს, როდესაც გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი “კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის საქმეზე დაიკითხა და სასამართლოს ტოვებდა.
ჩხეიძე 22 აპრილს რეჟიმის პატიმრის, საბა სხვიტარიძის პროცესის პარალელურად, სასამართლოს ეზოში დააკავეს. ადვოკატმა თქვა, რომ ჩხეიძეს ძალადობრივად დაკავებისას არაერთი დაზიანება მიაყენეს.