სასამართლოს გადაწყვეტილებით მეჭიაური თიანეთის მერი გახდა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ თიანეთის საოლქო კომისიის დადგენილება გააბათილა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, თიანეთის მე-20 უბანზე განმეორებითი არჩევნები აღარ ჩატარდება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, თიანეთში მერის არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური გამოცხადდა.

მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.

თიანეთის მერობის კანდიდატი, თამაზ მეჭიაური იმ განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვდა, რის საფუძველზეც, თიანეთის საოლქო კომისიამ ცარიელი ბიულეტენები თავიდან გადათვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button