მნიშვნელოვანირეგიონი

სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

თელავის რაიონულ სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მოკლული 14 წლის გოგონას სისხლის სამართლის საქმე, არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა.

დახურულ სასამართლო სხდომაზე, დღეს მოსმართლემ მხარეების შესავალი სიტყვა მოისმინა.

სხდომას თავად ბრალდებული, 28 წლის ალიმ სადიკოვიც ესწრებოდა, რომელიც ამ დრომდე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

სისხლის სამართლის საქმეზე, დაახლოებით 60 მოწმეა გამოსაკითხი, რომლების სრულად წარსადგენად, სახელმწიფო ბრალდებას 9 თვიანი დრო აქვს.

შეგახსენებთ, მკვლელობა სოფელ ლამაბალოში 6 ნოემბერს მოხდა.

გამოძიების მტკიცებით, სადიკოვმა აითაჯ შახმაროვა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა.

მკვლელობამდე კი არასრულწლოვანი იძულებითი ქორწინებისთვის მოიტაცა და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

გამოძიების გარკვეულ ეტაპზე, სახელმწიფო ბრალდებამ სადიოვს ბრალი გაუპატიურების მუხლით დაუმძიმა.

საქმეზე, მთლიანობაში 5 პირია დაკავებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button