მნიშვნელოვანისიახლეები

სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციას განსაკუთრებული მობილიზაცია აქვს გამოცხადებული. სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო.

საქმეს მოსამართლე ნინო ელიეშვილი განიხილავს.

7 ნოემბრის საქმეზე მესამე პრეზიდენტს წლების წინ აქვს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება,ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი 2014 წლის ივლისში წარუდგინეს, აგვისტოში კი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარეს.

თუმცა დღეს მისი გადასინჯვა უნდა მოხდეს.

პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს მიხეილ სააკაშვილს.

ეზოში პოლიტიკოსები, ოპოზიციის ლიდერები და მისი მხარდამჭერები არიან შეკრებილები.

სხდომას მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი აშუქებს

მსგავსი პოსტები

Back to top button