მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ფინანსთა მინისტრი ქვეყნის ეკონომიკის კუთხით მოსალოდნელ რისკებზე მიანიშნებს

ფინანსთა მინისტრი ქვეყნის ეკონომიკის კუთხით მოსალოდნელ რისკებზე მიანიშნებს. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომდევნო თვეების განმავლობაში და მომავალ წელსაც ეკონომიკური მდგომარეობის მიმართულებით რისკები რჩება, რომელიც ძირითადად პანდემიითაა გამოწვეული,

„თუმცა ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე პროგნოზით, 7,7%-იან ეკონომიკურ ზრდაში, სრულადაა ასახული დღევანდელი რისკები, რომელიც პანდემიიდან გამომდინარე არსებობს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრმა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

„ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკისა და მოქალაქეებისთვის, იმისთვის, რომ გადავარჩინოთ სიცოცხლე და დავიცვათ ჩვენ გარშემო ადამიანები, განსაკუთრებით ბავშვები, რომელთა მიმართებითაც ბოლო პერიოდში იზრდება ინფიცირების შემთხვევები. ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა, რომ ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის ტემპი შენარჩუნდეს“, – განაცხადა ხუციშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button