მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საშობაოდ რუსები დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ტაძრებში ტერაქტებს ამზადებენ-ვერეშჩუკი

რუსეთი უკრაინას დააბრალებს ტერაქტებს, რომლებსაც საშობაოდ გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

მისი თქმით, საშობაოდ რუსები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ტაძრებში ტერაქტების ორგანიზებას გეგმავენ, რათა შემდგომ ამაში უკრაინა დაადანაშაულონ.

“მათ ტაძრების ეზოებში ტერაქტების ორგანიზება სურთ, სადაც ბევრი ხალხი იქნება, და ამაში უკრაინული ხელისუფლების, უკრაინული არმიის დადანაშაულება. ჩვენ გვესმის ეს, ამიტომ პრევენციულად ვმოქმედებთ. ჩვენ ვაფრთხილებთ ჩვენს ხალხს და ვუხსნით მტრის მხრიდან ასეთი ქმედებების საშიშროებას. ოკუპანტის არცერთი სიტყვის არდაჯერება, შეძლებისდაგვარად, თავის შეკავება და ტაძრებში არწასვლა იქ, სადაც დაბომბვებია, რადგან ოკუპანტი ხალხს ტერორისტული შეტევების ობიექტად გამოიყენებს სიფრთხილე გამოიჩინეთ და შეძლებისდაგვარად, ხალხმრავალი ადგილების მონახულებისგან თავი შეიკავეთ. იზრუნეთ საკუთარ თავსა და თქვენს ახლობლებზე. დაელოდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს”, – თქვა უკრაინის ვიცეპრემიერმა.

მისი თქმით, რუსი დამპყრობლების მორიგი ბოროტმოქმედების ჩადენის ზრახვები სადაზვერვო წყაროებიდან დადასტურდა. ვერეშჩუკმა უკრაინელებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა.

გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეხების ხაზზე 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. 7 იანვარს რუსეთი შობას აღნიშნავს. პუტინის განკარგულებით, ცეცხლის შეწყვეტა 6 იანვარს მოსკოვის დროით 12:00 საათზე ამოქმედდება და 7 იანვრამდე, მოსკოვის დროით 24:00 საათამდე გაგრძელდება.

“საშობაო ზავის” ინიციატივით დღეს რუსეთის პატრიარქი კირილიც გამოვიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button