ცესკო-მ ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო

ცესკო-მ მეორე ტურებისთვის ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო.
პროცესს ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები აკვირდებიან.
მერის პოზიციაზე კენჭისყრა ქუთაისში, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში კვირას გაიმართება.
12 ნოემბერსვე შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას 58 უკვე არჩეული მერი. რაც შეეხება დედაქალაქის საკრებულოს, პირველი სხდომის თარიღად ცესკომ 14 ნოემბერი განსაზღვრა.