მნიშვნელოვანიმოზაიკა

5 უმნიშვნელოვანესი რადიოტრანსლაცია, რომელმაც მსოფლიო შეცვალა (ვიდეო)

რადიომაუყებლობამ შესაძლებელი გახადა, მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენები, ოპერატიულად გავრცელებულიყო ფართო მასებში და დიდი რეზონანსი გამოეწვია. დროთა განმავლობაში, რადიომ ისტორიული როლი იკისრა და მსოფლიოში ემანსიპაციის მუხტი გამოიწვია, თუმცა იყო შემთხვევებიც, როცა რადიომიმღებიდან, მსმენელმა შოკისმომგვრელი და არეულობის გამომწვევი ცნობები მიიღო.

1938 წლის 30 ოქტომბერს, რადიოს საშუალებით, ამერიკელმა მსახიობმა და რეჟისორმა, ორსონ უელსმა მსოფლიოს, შოკისმომგვრელი ამბავი ამცნო – მარსიდან დედამიწაზე, უცხოპლანეტელები შემოიჭრნენ! სინამდვილეში, 60 წუთიანი რადიოტრანსლირება, სამეცნიერო ფანტასტიკის მამად წოდებული, ჰერბერტ უელსის რომანის – ,,სამყაროთა ომების“ ადაპტაცია იყო. რადიოდრამამ, მსმენელი პანიკაში ჩააგდო და მათ არაერთი მინიშნება გამოეპარათ იმის შესახებ, რომ რადიოგადაცემა დადგმული იყო (მაგალითად, ტრანსლირებას ფონად ედო მუსიკა) მომდევნო დღეებში, მასობრივი მედიასაშუალებების მხრიდან, დიდი კრიტიკა მოჰყვა კოლუმბიიის რადიოს უჩვეულო პერფორმანსს, თუმცა ფაქტია, შემთხვევამ, კიდევ ერთხელ გახადა ნათელი, რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლია რადიომაუწყებლობას, მსმენელზე.

სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერმა მარტინ ლუთერ კინგმა თავისი ისტორიული სიტყვა – ,,მე მაქვს ოცნება“, 300 ათასი ამერიკელის წინაშე წარმოთქვა 1963 წელს, ვაშინგტონში, ლინკოლნის მონუმენტის კვარცხლბეკთან. თუმცა, რადიოტრანსლირების საშუალებით, მისი გამოსვლა ბევრად უფრო მეტმა ადამიანმა მოისმინა, რაც საბოლოოდ, სამოქალაქო უფლებების მოძრაობისთვის, გადამწყვეტ მუხტად იქცა.

https://www.youtube.com/watch?v=JbpziVCXGO8

გერმანიის დიქტატორი ადოლფ ჰიტლერი, რომელიც ჰოლოკოსტისა და მეორე მსოფლიო ომის ერთ–ერთი მთავარი შემოქმედია, ხშირად იყენებდა რადიომაუწყებლობას პროპაგანდის საშუალებად, რაშიც ძალიან ეხმარებოდა გერმანული რადიოს ინგლისურენოვანი პროპაგანდისტული გადაცემების წამყვანი უილიამ ჯოისი, რომელსაც ბრიტანელებმა, ლორდი ჰაუ–ჰაუ შეარქვეს (ძაღლის ყეფის იმიტაციისთვის).

სწორედ რადიოტრანსლირებას მიმართა ჰიტლერმა, უმნიშვნელოვანესი განცხადების გასაკეთებლად, რა დროსაც, პოლონეთს, ომი გამოუცადა. ასე დაიწყო კაცობრიობის ისტორიაში, ყველაზე სისხლისმღვრელი კონფლიქტი – მეორე მსოფლიო ომი.



ინდოელი ხალხის პოლიტიკური და სულიერი წინამძღოლი, მაჰათმა განდი, რომელიც ბრიტანეთის მიერ მართულ ინდოეთში, განთავისუფლების მოძრაობას ედგა სათავეში, სატიაგრახას კონცეფციის ავტორია, რაც “ჭეშმარიტებაში სიმტკიცეს” ნიშნავს.

თვითნებობისადმი არაძალადობრივი დაპირისპირების იდეის ფარგლებში, მაჰათმა განდიმ ისტორიული სიტყვა – ,,მშვიდობის ჯარისკაცი“ წარმოთქვა, რომელიც რადიოტრანსლირების საშუალებით, ათასობით ადამიანმა მოისმინა. ამან ხელი შეუწყო, ინდოელები მასობრივ სამოქალაქო დაუმორჩილებლობამდე მისულიყვნენ, რამაც ქვეყანას, დამოუკიდებლობა მოაპოვებინა.

როდესაც გერმანელი ფიზიკოსის, ალბერდ აინშტაინის პირდაპირი ჩართვა განხორციელდა რადიო ეთერში, მსმენელის დიდმა ნაწილმა, შესაძლოა ვერც გაიაზრა, რამდენად მნიშვნელოვანი მოვლენის მოწმე გახდა. საკმაოდ არადამაჯერებელი ხმით მოსაუბრე ფიზიკოსი, საზოგადოებას თავის თეორიას აცნობდა ფარდობითობის შესახებ, რომელიც კვანტური მექანიკის თეორიასთან ერთად, თანამედროვე ფიზიკის საფუძვლად იქცა.

წყარო: http://listverse.com

მსგავსი პოსტები

Back to top button