სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა დაიწყო

“სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში” განაცხადების მიღება იწყება. პროექტების მართვის სააგენტოში თქვეს, რომ სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე შეადგენს შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150 000 ლარისა.
შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი, კერძოდ, უნდა აკმაყოფილებდეს ორ პირობას: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს ორი კალენდარული წლით ადრე და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შესყიდვის მომენტში უნდა მოქმედებდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკაზე საგარანტიო პირობები.
პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან ინდივიდუალური მეწარმე ან საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირი. პროგრამის ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს “ფერმერთა რეესტრში”.
ამ თემაზე რეპორტაჟი 👇