მსოფლიოსიახლეები

სასწრაფო დახმარების თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

სასწრაფო დახმარების თვითმფრინავმა Learjet-35, რომლის ბორტზეც ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, არგენტინის სამხრეთით მდებარე ქალაქ ესკელში (ჩუბუტის პროვინცია) კატასტროფა განიცადა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორი მფრინავის გარდა, თვითმფრინავში, რომელიც ბუენოს-აირესიდან აფრინდა, ექიმი და მედდა იმყოფებოდნენ. მათ სამი წლის ბიჭი, რომელსაც გულის დაავადება სჭირს, დედაქალაქში უნდა გადაეყვანათ. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, გადარჩა თუ არა რომელიმე ინციდენტის შედეგად.

კატასტროფის მთავარ მიზეზად, ამ ეტაპზე ძლიერი ნისლი სახელდება. ხილვადობა ესკელის აეროპორტში, რომელიც ანდეს მიდამოებში მდებარეობს, მხოლოდ 100 მეტრი იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button