მნიშვნელოვანისაქართველო
სასულიერო პირი: გარეჯში აზერბაიჯანულმა მხარემ ბილიკის გამაგრება დაიწყო
აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯში, ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით არსებული ბილიკის გამაგრება დაიწყო – ამის შესახებ ამბობს, დავით გარეჯში მცხოვრები სასულიერო პირი მამა ზვიადი.
ადგილზე მომუშავე გიდის ინფორმაციით, გუშინ სატვირთო მანქანებით ტომრები მიიტანეს და, დაახლოებით, 100-მეტრიან ბილიკზე ქვები დაყარეს.
ბილიკის ამსახველი ფოტოები ადგილობრივმა გიდმა სოციალურ ქსელშიც გაავრცელა. გარეჯელი ბერები ამბობენ, რომ ბილიკი ჩიჩხიტურის კოშკიდან სულ რამდენიმე მეტრი აშორებს. გზის გამაგრების სამუშაოების პარალელურად კი, უდაბნოს მონასტერი ისევ ჩაკეტილია და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არც სასულიერო პირებს და არც მომლოცველებს უძველეს ტაძრებთან არ უშვებენ.
გამოყენებულია რუსთავი 2-ის მასალა