მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“სასულიერო პირი, [რომელიც დაინფიცირდა], შესაძლოა, ცოდვის ნაყოფია”

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა მეუფე იობმა დღეს ქადაგებისას განაცხადა, რომ ტაძარში სულიწმინდის მადლია, რომელსაც სულისა და ხორცის განკურნების მადლი აქვს.

მეუფის განცხადებით, იმედია კორონავირუსი აღდგომას დამარცხდება.

„როგორც იუდა გამოერია 12 მოციქულში, ასევე სამღვდელოებაშიც იქნებიან ასეთებიც, რომ მოუწოდებენ თავიანთ მრევლს, რომ ტაძარში არ მოვიდნენ. ეს არის ღვთის სახლი, სადაც მუდმივადაა სულიწმინდის მადლი. სულიწმინდას აქვს სულისა და ხორცის განკურნების თვისება, ასეთ სახლში მოვდივართ და როგორ შეიძლება დავავადდეთ?

დღეს ამბობენ, რომ აი, სასულიერო პირი დაავადდა. სასულიერო პირი არ სცოდავს? ის ანგელოზი ხომ არ არის. შეიძლება, ცოდვის ნაყოფია, ის რაც დაუშვა უფალმა. ეს ჩვენ ხომ არ ვიცით – თვითონ იცის და მისმა მოძღვარმა იცის. შემთხევით არაფერი არ ხდება. რახან შესცოდა, ყველა სცოდავს, მეც ვცოდავ, სასულიერო პირიც სცოდავს. ვისაც გულისხმიერება აქვს, ნათლად დაინახავს, ვინ ვის ემსახურება. ორ ძალას შორის მიდის ბრძოლა – ღმერთსა და ეშმაკს შორის. სულიწმინდის შემოსილი თუ ვართ, ყველაფერს ვხედავთ. აღდგომა ყოფილიყოს კოვიდ-19-ის დამმარცხებელი და იმედია, ამ დღეს დამარცხდება“, – განაცხადა მეუფემ.

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა მეუფე იობმა ასევე განაცხადა, რომ აბორტით უფრო მეტი მსხვერპლია, ვიდრე კორონავირუსით.

„უფრო მეტი საშიშროება და მიზანმიმართული ქმედებაა საჭირო იმისთვის, რომ აბორტი არ ჩატარდეს საქართველოში. მეტი მსხვერპლი არის ამით. თუ ჩვენ დავაკვირდებით, კორონავირუსის შედეგად უფრო მოხუცები არიან გარდაცვლილები, როცა უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან. დაუბადებელ ჩვილზე არავინ ფიქრობს. მარტო საქართველოში კი არა, მთელს მსოფლიოში. რატომ ასეთი საგანგებო მდგომარეობა არ იქმნება იმისთვის, რომ ჩასახული ბავშვები დაიბადონ, რატომ არ ფიქრობენ ამაზე?“, – განაცხადა მეუფემ.

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა მეუფე იობმა ასევე ქადაგებისას განაცხადა, რომ კორონავირუსი ჩვეულებრივი ვირუსია და ხალხისთვის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზია.

„ეს ჩვეულებრივი ვირუსია, ადამიანებს უსიმპტომოდ გადაუვლიათ და განკურნებულან ვირუსით. ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზი. ადრეც ვთქვი, რომ რეპეტიციაა იმისა, თუ რამდენად წინააღმდეგობას გაუწევს ხალხი ამ საერთო მასონურ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია საგანგებო მდგომარეობა “, – განაცხადა მეუფე იობმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button