მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
საჭიროა ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარება-ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა. ბრიუსელში ნატოს სათაო ოფისში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ პრემიერმა ტვიტერზე დაწერა, რომ ნატოს ალიანსში საქართველოს გაწევრიანების დაჩქარებაა საჭირო
“შავი ზღვის რეგიონში მოვლენათა ბოლო დროინდელი განვითარება ცხადყოფს, რომ საჭიროა თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე აყვანა და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარება”,-წერს ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს 11 საათზე უკვე მთავრობის სხდომას გამართავს.