სატელევიზიო ანძას ლაგოდეხში ელექტროენერგია არ მიეწოდება

ლაგოდეხის სატელევიზიო ანძას უკვე მეორე დღეა ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.

ამის გამო პრობლემები ექმნებათ მაუწყებლებს და სხვა სატელკომუნიკაციო კომპანიებს, მათ შორის რადიო “ჰერეთს”. სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთის” ხელმძღვანელი რამაზ სამხარაძე იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც ელექტროენერგიის ხშირი გათიშვით არამხოლოდ რადიო “ჰერეთს” ექმნება.

მოუსმინეთ რამაზ სამხარაძის ხმას

სატელევიზიო ანძაზე შექმნილ პრობლემაზე ს/ს კახეთის ენერგოდისტრიბუციაში განაცხადეს, რომ ზამთრის სეზონისთვის ემზადებიან და მიმდინარეობს ხეების გადაბელვის სამუშაოები. კომპანიის მედიასთან ურთიერთობის კოორდინატორის ჟანა დიდებაშვილის თქმით, თუ უამინდობამ სამუშაოები არ შეაფერხა, სატელევიზიო ანძას ენეგიის მიწოდება 2 საათში აღუდგება.

მოუსმინეთ ჟანა დიდებაშვილის ხმას

მსგავსი პოსტები

Back to top button