სათამაშოებით სავსე ჩანთამ Trump Tower-ის ევაკუაცია გამოიწვია [Photo/Video]

პოლიციამ ნიუ-იორკში – Trump Tower-ის ცათამბჯენის ცენტრალურ შესასვლელ ზონაში საეჭვო ჩანთა აღმოაჩინა და ევაკუაცია გამოაცხდა, – იუწყება CBS.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველების გარდა მობილიზებული იყო სახანძრო სამსახურიც. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევაკუაციის მომენტში ახალარჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი შენობაში არ იმყოფებოდა. იგი ამჟამად ფლორიდას სტუმრობს.

მოგვიანებით პოლიციამ გაარკვია, რომ Nike Town-ის მაღაზიის შესასვლელთან, რომელიც Trump Tower-ის შენობაში მდებარეობს, დატოვებული ჩანთა საბავშვო სათამაშოებით იყო სავსე.

აღსანიშნავია, რომ თეთრ სახლში ოფიციალურად გადასვლამდე დონალდ ტრამპის რეზიდენციად კვლავ Trump Tower-ი რჩება. იქ ახალარჩეული პრეზიდენტი მრჩეველებსა და მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრებს ატარებს.

[print_gllr id=50103]

მსგავსი პოსტები

Back to top button