რეგიონი

საწვავის ფასების ზრდის გამო, საპროტესტო აქცია თელავშიც ჩატარდება

საწვავის ფასების ზრდის გამო, საპროტესტო აქცია თელავშიც ჩატარდება.
“უარი საწვავის ფასებს”- საპროტესტო მსვლელობა თელავში 27 მარტს, კულტურისა და დასვენების პარკ ნადიკვრიდან დაიწყება.

აქციის ორგანიზატორების განმარტებით, საპროტესტო მსვლელობები თბილისსა და რეგიონებში ერთდროულად მოეწყობა.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა საწვავზე ფასის რეგულაცია იქნება.

” ყველა ვერ ახერხებს შეუერთდეს აქციას თბილისში, საწვავის ფასების გასაპროტესტებლად. ამიტომ, ბევრი მსურველია შევიკრიბოთ თელავში, ნადიკვარზე, შემდეგ მოვაწყოთ მსვლელობა. გვაქვს საწვავზე ფასის შემცირების გეგმა და მოთხოვნა, რომ დაჩქარდეს ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მისაღებად მუშაობა – ამბობენ ორგანიზატორები.

ცნობილია გეგმა, რომელსაც აქციის მონაწილეები საწვავზე ფასის დაწევისათვის მთავრობას შესთავაზებენ.
გეგმა აქციზის გადასახადის დაუყოვნებლივ გაუქმებას და დამატებითი ღირებულების გადასახადის 10 %- მდე შემცირებას ითვალისწინებს, რაც ორგანიზატორების ვარაუდით, ფასს 90 თეთრით შეამცირებს.
დღევანდელი მდგომარეობით, საწვავის ფასები ისტორიულ მაქსიმუმზეა და მსხვილ კომპანიებში, უკვე 4 ლარს აღემატება

მსგავსი პოსტები

Back to top button