საუდის არაბეთში აფეთქებათა სერია განხორციელდა [Video]

საუდის არაბეთის 3 ქალაქში განხორციელებული აფეთქებების შედეგად სამეფოს უშიშროების სამსახურის 4 თანამშრომელი დაიღუპა, – იუწყება Reuters.

ცნობილი გახდა, რომ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” თავის თავზე აიღო.

ტერორისტმა-კამიკაძემ მუჰამედ-მოციქულის მეჩეთის წინ თავი აიფეთქა. შედეგად, 4 სამართალდამცველი დაიღუპა, ხოლო 5 ოფიცერი მძიმედ დაშავდა, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კიდევ ერთი აფეთქება ქალაქ ჯიდაში აშშ-ის საკონსულოსთან მოხდა, ტერორისტმა-კამიკაძემ თავი აიფეთქა, 2 გამვლელი დაიჭრა.

საუდის არაბეთის აღმოსავლურ ქალაქ კატიფაში, სადაც შიიტური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ, შიიტურ მეჩეთთან როგორც მინიმუმ, კიდევ ერთი აფეთქება მოხდა, შესაძლოა, მეტიც.

ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების ინფორმაციით, აფეთქების ადგილზე 1 ტერორისტისა და 2 გამვლელის გვამი იპოვეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button