მნიშვნელოვანირეგიონი

წალენჯიხაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

წალენჯიხაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა,სადაც მუნიციპალიტეტის მერმა გია ხარჩილავამ მიმართა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, რომ ყველა ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის “სიცოცხლის უფლების და თავისუფლების უზრუნველყოფისთვის ბრძოლაში”.
მერმა აღნიშნა, რომ წალენჯიხის მოსახლეობა თავადაც იქნება აქციების ორგანიზატორი და შეუერთდება კიდევაც ამ მოთხოვნით გამართულ ყველა სხვა აქციას.

“მოვუწოდებ ყველას იმგვარი აქტიურობისკენ, რომ ჩვენმა აქტიურობამ, თვითორგანიზებულობამ ხელისუფლებას შეუქმნას ის პირობები, რომ სასწრაფოდ იყოს გადაწყვეტილი ეს მნივნელოვანი, ისტორიული საკითხი – მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფა, თავისუფლების უზრუნველყოფა და ზოგადად ქვეყანაში იმ ტიპის სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა, რომელსაც შემდეგში ენდობა მოსახლეობა, ქვეყანა და თაობები.
მე მესმის, რომ ადამიანს, რომელიც თავისი ნებით ჩამოვიდა, ჩააბარა თავისი თავისუფლება, 4 კედელს შორის მას ვერ წაართვეს თავისუფლება. მე მესმის, რომ 4 კედელს შორის მას ვერ წაართვეს ღირსება და ახლა ხელისუფლებას უნდა იმ პირობებში, როცა პატიმარს თავისუფლება და ღირსება ვერ წაართვა, გაილაშქროს ერთადერთ დარჩენილ უფლებაზე – სიცოცხლის უფლებაზე. ამიტომ მთელ საზოგადოებას მოვუწოდებ, დავიბრუნოთ ჩვენი ღირსება და ჩვენი თავისუფლების უფლება”, – განაცხადა წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა 2 მაისს გამართულ ბრიფინგზე ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები დაანონსა

მსგავსი პოსტები

Back to top button