
საუდის არაბეთში კომენდანტის საათი ნაწილობრივ მოიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას France24 ავრცელებს.
მეფე სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ საუდის გადაწყვეტილებით, რამადანთან დაკავშირებით, 13 მაისამდე საგანგებო რეჟიმი მხოლოდ იზოლირებულ რაიონებში იმოქმედებს.
დანარჩენ რეგიონებში განახლდება ეკონომიკური და კომერციული საქმიანობა. იმუშავებს საბითუმო და საცალო მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. რამადანის თვეში დახურული იქნება მუსლიმთა წმინდა ადგილები, მექა და მედინა.
საუდის არაბეთში დღეისათვის კორონავირუსით ინფიცირების 16 299 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა ქვეყანაში უკვე იმსხვერპლა 136 ადამიანი.