სპორტი

საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენ გამოკითხვაში გიორგი შერმადინი ლიდერობს

სეზონის საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენად ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურ საიტზე გამართული მიმდინარე გამოკითხვა დღეს დასრულდება.

ინტერნეტგამოკითხვაში ამ დროისთვის 19 ათასი ხმით გიორგი შერმადინი ლიდერობს.

ხმის მიცემა 27 აპრილს დაიწყო და დღევანდელი მონაცემებით, პირველ ადგილზე „ტენერიფეს“ ქართველი ლეგიონერი გიორგი შერმადინია.

გამოკითხვაში მონაწილეობას ესპანეთის ჩემპონატის მოთამაშეები, მწვრთნელები, ფანები და ჟურნალისტები იღებენ.

ამ ოთხი კატეგორიიდან თითოეულს 25 პროცენტიანი ძალა აქვს. ამიტომ, საუკეთესო მოთამაშე საერთო ჯამში მიღებული ხმების მიხედვით გამოვლინდება.

გამოკითხვაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელები: თად მაკფადენი და კონერ ფრენკამპი.

მსგავსი პოსტები

Back to top button