საუკეთესო საცირკო სანახაობად გია ერაძის სამეფო ცირკი გამოცხადდა

ქალაქ სოჭში მიმდინარე ღონისძიებაზე, რუსეთის, იტალიის, გერმანიის და ჩინეთის მსახიობები, პირველი საერთაშორისო საცირკო პრემია „ოსტატის“ მფლობელები გახდნენ.

კურორტზე, 4 დღის განმავლობაში, პრემიის მაძიებელი 12 კატეგორიის ნიმინანტმა, მაყურებელს ულამაზესი სანახაობა წარუდგინა.

ღონისძიების საპატიო სტუმარი – ლეგენდარული კლოუნი ოლეგ პოპოვი გახდა, რომელიც 24 წლის ემიგრაციის შემდეგ, პირველდ ეწვია რუსეთს.

კონკურსზე, საუკეთესო საცირკო სანახაობად, გია ერაძის სამეფო ცირკი – “ხუთი კონტინენტი” გამოცხადდა.

გიორგი ერაძე, 1978 წელს, თბილისში დაიბადა. 1989 წლიდან თბილისის ცირკში მუშაობდა. 2000 წელს, შოთა მილორავას სახელობის ესტრადისა და საცირკო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი დაამთავრა. 2006 წელს ერაძემ, მოღვაწეობა ეკატერინბურგის სახელმწიფო ცირკში დაიწყო.

“ხუთი კონტინენტი” – მაღალკვალიფიციური, პროფესიონალური კოლექტივია, რომელიც გრანდიოზულ საცირკო-თეატრალურ წარმოდგენებს მართავს და მრავალი პრიზით არის დაჯილდოვებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button