სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი სუტენიორობაში ბრალდებისგან გაათავისუფლეს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, დომინიკ სტროს-კანს საფრანგეთის სასამართლომ მოუხსნა სუტენიორობაში ბრალდება, რომელიც უკავშირდებოდა გლობალური საფინანსო კრიზისის პერიოდში წვეულებებზე მეძავების მიყვანას.
განაჩენის შედეგად დასრულდა ოთხწლიანი დავა.
სტროს-კანმა განუცხადა სასამართლოს, რომეს წვეულებები თავისუფალი დროის გასატარებლად იყო საჭირო და ქალები, რომლებიც მას ესწრებოდნენ, მან არ იცოდა, რომ მეძავები იყვნენ.
სტროს-კანის წინააღმდეგ პირველად საქმე აღიძრა ნიუ იორკში, როცა სასტუმროს დამლაგებელმა ქალმა მას სექსუალური ძალადობა დააბრალა 2011 წელს.
ეს საქმე სასამართლომ დახურა.