სავარგულები და ალავერდის ტაძრის ტერიტორია დაიტბორა

ინტენსიური წვიმების შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტის ორი მდინარე: ხოდაშნის ხევი და ქისტაურის ხევი ადიდდა.

ალავერდში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა. კერძოდ, დაზიანებულია ვენახები, სიმინდის ნათესები და ბოსტნეული. დატბორილია ალავერდის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაც. როგორც მონასტერში მყოფი ბერები აღნიშნავენ, წყალი მონასტრის ეზოშიც შევიდა.

სოფელ ქისტაურის მცხოვრებლები კი ამბობენ, რომ “ქისტაურის ხევის” ადიდება კალაპოტის გაუწმენდაობამ გამოიწვია.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის ზარალის დათვლა მიმდინარეობს, ხოლო უახლოეს დღეებში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.

წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button