რეგიონისაქართველოსიახლეები
საველე ჰოსპიტალი რუსულ სამხედრო ბაზაზე აფხაზეთში

აფხაზეთში, რუსული სამხედრო ბაზის ექიმებმა, საველე ჰოსპიტალი მოაწყვეს. სააგენტო „აფხაზია ინფორმი“ იუწყება, რომ კარავი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით, მათ შორის, სასუნთქი აპარატებით. ჰოსპიტალი 200 ადამიანზეა გათვლილი.
როგორც გამოცემა წერს, სამხედრო ექიმები, ბაზის ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოებს ინტენსიურად ატარებენ, როგორც შენობის შიგნით, ისე გარე პერიმეტრზე.