საზ.მაუწყებლის დირექტორის კონკურსზე 15 განაცხადი შევიდა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის პოსტის დაკავების  მსურველების ვინაობა უკვე ცნობილია. – იუწყება მაუწყებლის ვებგვერდი.

“კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განცხადებით 15-მა პირმა მიმართა, ესენი არიან: ბაჩუკი ბახტაძემ, რევაზ შალიბაშვილმა, ზაალ ანჯაფარიძემ, გიორგი ქავთარაძემ, ვასილ მაღლაფერიძემ, ნინო ზაუტაშვილმა, გურამ ფალავანდიშვილმა, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა, თინათინ ბერძენიშვილმა, დავით ცინცაძემ, მანანა ღოღობერიძემ, რამაზ სამხარაძემ, თამაზ ბიბილურმა, ნათია კუპრაშვილმა და მარგარიტა დოლიძე.

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი 2016 წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა.

მაუწყებლის გენ.დირექტორის პოსტის დასაკავებლად ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება 2016 წლის 28 დეკემბერს დასრულდა. ამის შემდეგ, კანონით დადგენილი სამი დღის ვადაში კანდიდატთა სია გამოქვეყნდება.” – ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე. 

მსგავსი პოსტები

Back to top button