საზამთროს რეალიზაციის პრობლემები კახეთში
კახელი ფერმერები საზამთროს რეალიზაციის პრობლემის წინაშე დგანან.
მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ წელს უხვი მოსავალია, 1კილოგრამი საზამთროს გასაყიდი ფასი 15-დან 30 თეთრამდე მერყეობს.
მთავარი პრობლემა, რომელსაც ფერმერები ასახელებენ, აზერბაიჯანის მიერ ავტომობილების იმპორტზე დაწესებული ევრო 4-ის სტანდარტია, რის გამოც, ადგილობრივები ვერ ახერხებენ აზერბაიჯანში მოსავლის გატანას და იძულებული არიან, პროდუქცია გადამყიდველებს დაბალ ფასში მიყიდონ.