საზღვაო დაკრძალვის ცერემონია გონიოში

საზღვაო დაკრძალვის ცერემონია გაიმართა გონიოში: შეკრებილებმა, სიმბოლურად, წყალში გვირგვინები გაუშვეს და დაკარგულ სამხედროებს გამოეთხოვნენ.

მე აქ მოვედი არა სამძიმარის სათქმელად, არამედ იმედი მაქვს, რომ ჩვენი სამხედროები ცოცხლები არიან, – ასე მიმართა საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ გიონში, დაკარგული ორი სამხედრო მოსამსახურის ოჯახების წევრებს.

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ზღვაში დაკარგული სამხედროების ძებნა აუცილებლად გაგრძელდება. პრემიერის თქმით, საქართველომ ძებნის ოპერაციაში დახმარებისთვის პარტნიორებს კიდევ ერთხელ მიმართა.

სამხედროები გიორგი ნანიტაშვილი და იაგო შარაძე, გონიოში გეგმიური სწავლების დროს დაიკარგნენ. ზღვის სიღრმეში ჩაყვინთვის შემდეგ მათ ზედაპირზე ამოსვლა ვეღარ შეძლეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი პოსტები

Back to top button