“მამა ანთიმოზის ქცევის გამო საქართველოს სანქციები ელის”

“ნასვამმა მამა ანთიმოზმა საქართველოპორტუგალიის მსაჯს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა” – ინფორმაციას სპორტული გაზეთი “ლელო” ავრცელებს. 

31 მაისს,  თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული საქართველოს და პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებების მატჩის შემდეგ,სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ნასვამი არქიმანდრიტი ანთიმოზი გასახდელში შევარდა და მატჩის არბიტრს, რუმინელ რადუპეტრესკუს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დაპირისპირება მალევე განიმუხტა და არქიმანდრიტი გარეთ გაიყვანეს, მაგრამ, იგი კვლავ აგრძელებდა მსაჯის შეურაცხყოფას. ამ ფაქტის გამო, უეფასგან საქართველოს მკაცრი სანქცია ელის. – იუწყება გაზეთი.

მოგვიანებით, არქიმანდრიტმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა განმარტება, რასაც სტილის დაცვით გთავაზობთ:

“ეხლა ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს რუმინელ მსაჯ პეტრესკუს გასახდელში შეუვარდი ნასვამი და ვცემე! სინამდვილეში ნასვამი არ ვიყავი, არც გასახდელში შევარდნილვარ. გასასვლელში ვიდექი და ვუთხარი: ანთიმოზ ივერიელი ვარ და ანთიმ ივერიანოს ქვეყანაში,რუმინელი ესე არ უნდა იქცეოდე, მოგკითხავს მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელი-მეთქი. სულ ეს იყო”.

[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”8184″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”10″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”10″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy” sc_id=”sc1433158262159″]

მსგავსი პოსტები

Back to top button