მნიშვნელოვანისიახლეები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების მოსმენა დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე იწყება

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების მოსმენა იწყება. პარლამენტში დღეს გენადი მაკარიძესა და თამარ ოქროპირიძეს მოუსმენენ.

მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, გასაუბრება ვენეციის კომისიის მითითების შესაბამისად წარიმართება და იქნება მაქსიმალური გამჭვირვალობა, სადაც კითხვის დასმის საშუალება ყველას მიეცემა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ სასამართლოში საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ პოზიტიურად შეფასებული არაერთი რეფორმა გატარდა.

ამასთან ოპოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს უნდობლობას უცხადებს. მმართველი გუნდის ოპონენტების ნაწილის განცხადებით, სასამართლო რეფორმის ჩატარების გარეშე პროცესში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.

ასევე, განმარტავენ, რომ “ქართული ოცნება” მოსამართლეების არჩევის პროცესის გაგრძელებით ე.წ. კლანის გაძლიერებას ცდილობს.

მმართველი გუნდიდან ანრი ოხანაშვილის და გურამ მაჭარაშვილის ხმა

ოპოზიციიდან პაატა მანჯგალაძის და ლევან იოსელიანის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button