საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი თანამდებობას ტოვებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თანამდებობას ტოვებს. გიორგი ბარათაშვილი მაუწყებლის ბორდს განცხადებით ორშაბათს მიმართავს. ინფორმაციას მაუწყებლის პირველი არხი ავრცელებს.

განმარტებას გადაწყვეტილების შესახებ გიორგი ბარათაშვილი სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.

ბარათაშვილი საზოგადოებრივი მაუწყბლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 2012 წლის 28 დეკემბერს დაინიშნა და მას უფლებამოსილების ვადა 2018 წელს ეწურება.

პროცედურულად, მას შემდეგ, რაც სამეურვეო საბჭო გენდირექტორის განცხადებას დააკმაყოფილებს, 10 დღის ვადაში უნდა გამოაცხადოს ღია კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე.

მსურველებს განაცხადებისთვის 30 კალენდარული დღე აქვთ, რომლის ამოწურვის შემდეგაც საბჭომ 3 დღის ვადაში უნდა გამოაქვეყნოს კანდიდატთა სია და ერთკვრიან ვადაში მაუწყბელის ახალი დირექტორი შეარჩიოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button